2023 წელს, 6 თვის განმავლობაში ეროვნული არქივის მომსახურებით 11 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2023 წლის პირველ ნახევარში 11 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, არქივის ცენტრალური, ასევე რეგიონული და ადგილობრივი არქივებიდან ამ პერიოდში გაიცა 9664 საარქივო ცნობა. ამასთან, მკვლევართა დარბაზების მომსახურებით 1059-მა მკვლევარმა ისარგებლა, რომელთაგან 37 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მკვლევარებმა წლის განმავლობაში იმუშავეს კავკასიის ისტორიის, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური როლის, მე-19 საუკუნის კავკასიაში მეფის ინსტიტუტის, საქართველოსა და კავკასიაში ინფექციური დაავადებების ისტორიის, თბილისის არქიტექტურის ისტორიის, საქართველოში არსებული კურორტებისა და სანატორიუმების, გვარების გენეალოგიის შესახებ.