თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა. დაშავებულები არ არიან.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები