თურქეთში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა
თურქეთში, მალათიის პროვინციაში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD) ავრცელებს.
მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:39 საათზე დაფიქსირდა, მომდევნო კი 16:40 საათზე.
დადგინდა, რომ მათგან პირველი – 6,35 კილომეტრის სიღრმეზე, მეორე კი 7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეების ნაწილი საცხოვრებელი სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამ დრომდე გარეთ რჩებიან.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.