მასკი ამბობს, რომ მისი ბრძოლა ცუკერბერგთან “ეპიკურ ადგილას” გაიმართება
Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკისა და Meta-ს მფლობელ მარკ ცუკერბერგს შორის ბრძოლა ძველი რომის ფონზე გაიმართება. თავად მასკმა ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
“ბრძოლას ჩემი და ცუკის ფონდები მართავს (არა UFC). პირდაპირი სტრიმინგი იქნება ამ პლატფორმაზე და Meta-ზე. კადრში მხოლოდ ძველი რომი იქნება, ანუ არაფერი თანამედროვე. მე ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრს და კულტურის მინისტრს. შეთანხმდნენ ეპიკურ ლოკაციაზე“, – წერს ილონ მასკი.
იტალიის კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ დაადასტურა, რომ მასკთან ხანგრძლივი მეგობრული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მათ ისაუბრეს ძველი რომის ისტორიის საერთო ვნებაზე, იტყობინება BBC.