“დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი “ – საპატრიარქო სასულიერო პირების განცხადებებს ემიჯნება
საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარ სტიქიაზე დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საპატრიარქო აღნიშნული სასულიერო პირების პირად აზრს ემიჯნება.
“დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს”,- წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.