ონში, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
დღეს ონში, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქის კულტურის სახლში და ადგილობრივ ტაძარში ჩატარდება. ამის შესახებ ონის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.
“სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება როგორც ონში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ასევე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ონის კულტურის სახლში. ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება სხვა ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანა,” ,- განაცხადა ხიდეშელმა.
3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიას ოფიციალური მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში კიდევ 11 ადამიანს ეძებენ.