გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში, მმართველ გუნდში აფასებენ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნა ადასტურებს იმ დეზინფორმაციას, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.
„სატელიტური ფოტოები არის საბოლოო წერტილი იმ დეზინფორმაციის ნაკადისა, რომელიც მოედინებოდა კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ჯგუფებიდან. დღემდე ეს შენარჩუნებულია. იქამდეც [ფოტოების გამოქვეყნებამდე] ცნობილი იყო, რომ არ ყოფილა არანაირი ისეთი წინაპირობა, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო წინასწარი განგაშის საფუძველი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 9 აგვისტოს გამოაქვეყნა მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში. კერძოდ, სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია.