ბაიდენმა ჩინეთს „შენელებული მოქმედების ბომბი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთს, ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გამო, „შენელებული მოქმედების ბომბი“ უწოდა. ამის შესახებ, როგორც Reuters იუწყება, ამერიკელმა ლიდერმა იუტაში გამართულ პოლიტიკურ შეკრებაზე განაცხადა.
„მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს აქვთ პრობლემები, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩინეთს უჭირს“ და დასძინა, რომ მას არ სურს ჩინეთის ზიანი მიაყენოს და ამ ქვეყანასთან რაციონალურ ურთიერთობას ეძებს.