ნორვეგიაში, მასშტაბური წყალდიდობის გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ნორვეგიაში, მასშტაბური წყალდიდობის გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მედიის ცნობით, ქვეყნის მთავარ გზებზე მოძრაობა გადაკეტილი იყო, ხოლო სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილებში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად შტორმ „ჰანსის“ მიერ წარმოქმნილი ძლიერი წვიმა სახელდება, რომელმაც თავდაპირველად შვედეთი დააზარალა.

წყალდიდობამ ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც ოსლოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები