თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD) ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეშილიურტის რაიონში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

გარდა ამისა, მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარასში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეფში.

როგორც თურქული მედია წერს, მიწისძვრის შემდეგ ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა.

მალატიის გუბერნატორის, ერსინ იაზიჯის განცხადებით, ბატალგაზის რაიონში მიტოვებული შენობა, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, დღევანდელმა მიწისძვრამ დაანგრია.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ აღნიშნა, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის ან პრობლემის გამოსავლენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები