კიმ ჩენ ინმა ომისთვის არმიის მზადყოფნის ამაღლების განკარგულება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, კორეის მუშათა პარტიის (WPK) ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, ომისთვის არმიის მზადყოფნის ამაღლების განკარგულება გასცა, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული “სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის” გათვალისწინებით.

ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო(KCNA) ავრცელებს.

“ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა ღრმად შეაჯამა და გააანალიზა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობა, წარმოთქვა პროგრამული დასკვნითი სიტყვა არმიის შეტევითი ომისთვის მომზადების დაჩქარების შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფხენიანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა “მძლავრი დარტყმითი იარაღის გაზრდა, რომელიც შექმნილია ომის შეკავებისთვის, ისევე როგორც ასეთი იარაღის, საბრძოლო წესით, ოპერატიულად ყველა ქვედანაყოფში განლაგება”.

გარდა ამისა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი უნდა „დინამიურად შეუწყოს ხელი ყველა ტიპის იარაღის მასობრივ წარმოებას, მოდერნიზებული არმიის ოპერატიული საჭიროებების გათვალისწინებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები