მოსკოვის მახლობლად ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 12 ადამიანია დაკარგული
მოსკოვის მახლობლად მდებარე სერგიევ პოსადში ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში 9 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაკარგული.
ამის შესახებ ტასს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
TASS-ის ცნობით, აფეთქების შედეგად 111 შენობა დაზიანდა, მათ შორის, თითქმის 100 საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანდა სოციალური და ადმინისტრაციული შენობები.
აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაშავდა, ერთი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აფეთქება 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რომელიც იჯარით კომპანია “პირო-როსს” აქვს აღებული
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.