ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ხანძრის გამო ოკეანეში გადახტა და აშშ-ის ისინი სანაპირო დაცვამ გადაარჩინა.

ხანძრის შედეგად განადგურებულია ათობით სახლი და ათასობით ჰექტარი მიწა. 12 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამასთან, დასავლეთ მაუიში 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზი ქარიშხალი „დორა“ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები