სლოვენიაში წყალდიდობაა, არიან დაღუპულები(ფოტო,ვიდეო)

სლოვენიის ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგებს ებრძვის.

ამ დროისთვის, სულ მცირე, სამი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი.

ამის შესახებ Balkansky Oglyadach იტყობინება.

სლოვენიის ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, ზოგან 100-200 მმ ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, ზოგიერთი დასახლება კი მთლიანად არის მოწყვეტილი გარე სამყაროს.

ამასთან, მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის პიკი ჯერ გადავლილი არ არის.

ქვეყნის ჩრდილოეთში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ამ დროისთვის, სულ მცირე, სამი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი, კერძოდ, ​კამნიკის რეგიონში ერთი და მთებში ორი ნიდერლანდელი ტურისტის შესახებ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია არმია, მათ შორის, სამხედრო ავიაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები