მეტეოროლოგების თქმით, წყალდიდობა ყველაზე ძლიერი იყო იტალიაში ბოლო 100 წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებზე მრავალი წელია, საუბრობენ და პოლიტიკოსებისგან შესაბამისი ზომების მიღებას და დროულ რეაგირებას ითხოვენ, მსოფლიო პოლიტიკა ამ მოვლენების დამანგრეველ ეფექტს სათანადოდ ვერ აღიქვამს.
მიიღება ცალკეული ზომები, როგორიც არის, მაგალითად, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირება, თუმცა, პრევენციულ ნაწილზე საუბრები და შესაბამისი ზომები ჯერ არასაკმარისია.