რუს ოკუპანტებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუდენტები ჩაჰყავთ
რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, რუსი სტუდენტები მიჰყავთ.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების “ტვინის გამორეცხვას”.
“ოკუპანტებმა შექმნეს “სტუდენტური შრომითი რაზმები”, რომლებიც ძირითადად პროპაგანდისტულ ვიდეოებში არსებობს და რუსებისგან შედგება. რაზმები “მუშაობენ” მათ მიერვე დანგრეულ ქალაქებში: ლისიჩანსკში, მარიუპოლში, სევეროდონეცკში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრში ამბობენ, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება სემინარები და “ახალგაზრდული ფორუმები”.
ეს ღონისძიებები ტარდება “როსმოლოდიოჟის” მხარდაჭერით – საოკუპაციო სტრუქტურის მიერ, რომელიც „ახალგაზრდული მოძრაობების დეცენტრალიზაციას ეწევა, რომელთა უმეტესობა მოხალისეთა მოძრაობებს ბაძავს“.