პოლონეთის საგარეო უწყება: პოლონეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა სურს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გაგებას

პოლონეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა სურს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გაგებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პარტნიორებმა თავიდან უნდა აიცილონ ისეთი სიტყვები და ქმედებები, რომელიც ზიანს აყენებს კარგ ურთიერთობას.

„პოლონეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა სურს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გაგებას.

პარტნიორებმა თავიდან უნდა აიცილონ ისეთი სიტყვები და ქმედებები, რომელიც ზიანს აყენებს კარგ ურთიერთობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ პოლონეთი ელოდება, რომ უკრაინა მზად იქნება, გაითვალისწინოს ვარშავის პოზიცია როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის დაცვის საკითხზე, ასევე სხვა საკითხებზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები