ზელენსკი: ვმუშაობთ იმაზე, რომ გლობალური მშვიდობის სამიტის ორგანიზება შემოდგომაზე მოხდეს

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გლობალური მშვიდობის სამიტის ორგანიზება შემოდგომაზე მოხდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშაობა გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან, რომლითაც რუსეთი მუდმივად ცდილობს მანიპულირებას.

როგორც მან აღნიშნა, აგვისტოში უკრაინელი დიპლომატები უნდა მოემზადონ მსოფლიოში ახალი პოლიტიკური სეზონისთვის, რათა ახალი სეზონი, წინა სეზონების მსგავსად, მსოფლიოში პროუკრაინული გახდეს.

„შემდეგი ნაბიჯი იქნება მშვიდობის გლობალური სამიტის ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს ამ შემოდგომაზე. ეს არის ძალიან მალე, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო სამიტის მოსამზადებლად და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ჩართვაზე. ეს დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა ელოდება სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას უკრაინასთან მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მშვიდობის მიღწევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები