ჯოზეფ ბორელი: უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები ამძიმებს გლობალურ სასურსათო მდგომარეობას

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უახლეს სარაკეტო იერიშებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ბორელი აღნიშნავს, უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე ეს მიზანმიმართული თავდასხმები ამძიმებს გლობალურ სასურსათო მდგომარეობას.

„რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს კიევზე, ოდესასა და დუნაის მდინარეზე უკრაინის პორტებზე.

უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე ეს მიზანმიმართული თავდასხმები ამძიმებს გლობალურ სასურსათო მდგომარეობას, რაც საფრთხეში აყენებს მილიონობით ყველაზე მოწყვლად ადამიანს“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები