“ოდესის პორტზე მიტანილი იერიშის შედეგად, 40 ათასი ტონა მარცვლეული გაფუჭდა” – უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ გვიან ღამით ოდესის რეგიონში პორტებსა და ელევატორებზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად თითქმის 40 000 ტონა მარცვლეული გაფუჭდა.

კუბრაკოვის თქმით, მარცვლეული განკუთვნილი იყო აფრიკის ქვეყნებში, ჩინეთსა და ისრაელში გადასაზიდად.

„ყველაზე დიდი ზიანი იზმაილის პორტს მიადგა. დაზიანდა საზღვაო ტერმინალი და უკრაინის დუნაის გადამზიდავი კომპანიის, საკვანძო სატვირთო გადამზიდველის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენეს „პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები