ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ახალი სამხედრო ხომალდები ექსპლუატაციაში შეიყვანა

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 600 კმ. სიშორის რაკეტებით აღჭურვილი ახალი სამხედრო ხომალდების ექსპლუატაციაში შეყვანის შესახებ განაცხადეს. ირანული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება სამხედრო წვრთნების დროს გაკეთდა, რომელიც სპარსეთის ყურეში მდებარე აბა-მუსას კუნძულზე ტარდება.

„სპარსეთის ყურეს კუნძულები ირანის ღირსების ნაწილია და ჩვენ მათ დავიცავთ”, – განაცხადა სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ალირეზა თანგსირიმ.

ცნობისთვის, სპარსეთის ყურეს სამი კუნძული ირანის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ კუნძულებზე ტერიტორიული პრეტენზია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები