თურქეთში, შვედეთის საკონსულოს შენობასთან საკონსულოს თურქი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თურქეთის ქალაქ იზმირში, შვედეთის საპატიო საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იზმირის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც აგრის პროვინციაშია რეგისტრირებული. პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.
ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრება. სამინისტროს განცხადებით, მჭიდრო დიალოგს აწარმოებენ სტამბოლში გენერალურ საკონსულოსთან და მის თანამშრომლებთან თურქეთში.