შალვა პაპუაშვილი: ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს „ნაცმოძრაობას“

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ გაჟღერდა და რა ფორმას შეიძენს, არ ვიცი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური ძალა და ის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობას, პოლიტიკურად საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელზე მეტია, არ უშვებს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახის სახელისუფლებო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მთლიანად მარგინალიზება ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, სოზარ სუბარმა სოციალურ ქსელში დაწერა – “გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები