ინდოეთში ამწეს ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 17 მუშა დაიღუპა

ინდოეთში, ტანე კრანეს ავტომაგისტრალზე მშენებლობის დროს ამწეს ჩამოვარდნას, სულ მცირე, 17 მუშა ემსხვერპლა, 3 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას NDTV პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ჩამოვარდნილი ამწის ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ ხუთი მუშა იყოს.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული.

მომხდარს პრემიერი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაცია გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები