საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ იშიძუკა ჰიდეკის საქართველოში იაპონიის ელჩად დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებში და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები