“უკრაინელებს საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ და ასეთ დროს ზელენსკი საქართველოზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს” – შევჩენკო (ვიდეო)

რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო მიიჩნევს, რომ “უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნა,  საქართველომ კიევს სააკაშვილი გადასცეს და ბრძანება, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინის ტერიტორია კონსულტაციებისთვის დატოვოს” მართლმადიდებელი საქართველოს მიმართ უტიფრობას და შეურაცხყოფას წარმოადგენს.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

“თითქოს გარკვეულ ძალებს საბოლოოდ სურთ, ერთმანეთს გადაკიდონ მართლმადიდებლური ხალხები, რუსები, ქართველები, უკრაინელები, რომ მათ დახოცონ ერთმანეთი, რომ იომონ ერთმანეთთან. თითქოს ამ ძალებს სურთ, რომ რუსებმა ქართველებთან იომონ, რუსებმა უკრაინელებთან, და ახლა ვიღაცას მოუნდა, რომ მართლმადიდებელმა უკრაინამ და საქართველომ ერთმანეთთან იომონ.

ბატონო ზელენსკი, ქართველებმა ძალიან დიდი რაოდენობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარეს. მათ მუშაობის, ცხოვრების და სოციალური დახმარების მიღების ყველა შესაძლებლობა მიეცათ. ასეთ დროს, ზელენსკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტად იწოდება, ფიქრობს არა უკრაინელებზე, რომლებმაც ომის უბედურებისგან თავშესაფარი საქართველოში იპოვეს, არამედ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, ოკეანის გაღმა მყოფი თავისი ბატონების დავალებით”, – ამბობს რუსი ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები