“ერთადერთი, რაზეც შეიძლება, გაიმართოს კონსულტაციები, ეს არის – როდის გადმოგვცემს უკრაინა ზურაბ ადეიშვილს და გია ლორთქიფანიძეს” – შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება, გაიმართოს კონსულტაციები, ეს არის – როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი და გია ლორთქიფანიძეს, რომელიც უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება, გაიმართოს კონსულტაციები, ეს არის – როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი. ამ ადამიანს ხუთ საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი. ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილი, ეს 20-წლიანი პატიმრობა იქნებოდა, მათ შორის იმის გამო, რომ კობა დავითაშვილი აცემინა, ციხეებში წამების სისტემა ააწყო და ა.შ. წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს უკრაინაში გენერალური პროკურატურაში საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსია და მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორებიც. სულ ახლახან ადეიშვილი შეხვდა უკრაინაში აშშ-ის ელჩს.

კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე საკითხი, გია ლორთქიფანიძე, რომელიც იყო სააკაშვილის საქართველოში შემოპარების და არეულობის მოწყობის ორგანიზატორი და დღეს არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, არამედ ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები