ალეკო ელისაშვილი: ზელენსკის გადაწყვეტილება მიუღებელია

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩმა უკრაინაში უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით, მიუღებელს უწოდებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ნაბიჯი.

“ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა ჩემთვის ზელენსკის საქართველოსთან მიმართებით. დიპლომატიურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამის მერე ომი იწყება ხოლმე. იმედია, ჩვენს და უკრაინას შორის ომი არ დაიწყება, მაგრამ ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და გაუგებარი გადაწყვეტილება. გაუგებარია ჩემთვის, რას ემსახურებოდა ეს, მით უფრო, როდესაც მაგიდაზე დევს სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც სიტყვა სიტყვით წერია, რომ არანაირი წამება სააკაშვილთან მიმართებით გამოყენებული არ არის,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები