რუსეთში MiG-31 ჩამოვარდა
რუსული გამანადგურებელი MiG-31 კამჩატკას ტერიტორიაზე სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია სამძებრო-სამაშველო ძალები, მიმდინარეობს ეკიპაჟის სამძებრო სამუშაო.
აღნიშნულია, რომ MiG-31 ფრენას საბრძოლო მასალის გარეშე ახორციელებდა.