კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა კასპში, მორიგი თანამედროვე სტანდარტების ტიპის სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალ შენობაში, სადაც 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის სამუშაო, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები. შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი, სამზარეულო და სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. განყოფილებაში, ასევე გათვლილია სპეციალური სადგომი 4 სპეციალური სახანძრო და სამაშველო ავტომანქანისათვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2023 წელს სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნა, ასევე დაგეგმილია დაბა აბასთუმანშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები