რატი იონათამიშვილი – ოპოზიციას: თქვენი მიზანია ყველა პოზიტიური ნაბიჯის დაკნინება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ამბიციებისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენი ქვეყნის პროგრესთან

„გაეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მეთექვსმეტე სესიაზე არაერთმა კოლეგამ დაგვისვა კითხვა, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების დროს მიიღო თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ და იყო თუ არა ეს მრავალმხრივი პოლიტიკური შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ ამ ფაკულტატური კონვენციის კენჭისყრაში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობა იყო ნული. ოპოზიციამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. ამას აკეთებს ოპოზიცია მაშინაც, როდესაც 12 პუნქტის შესრულებაზეა საუბარი”, – ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიციას პასუხისმგებლობა აქვს ასაღები იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში არ მონაწილეობს.

„მათი მიზანი არის ყველა იმ პოზიტიური ნაბიჯის დაკნინება, რაც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ხდება, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ამბიციებისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენი ქვეყნის პროგრესთან და ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ასეთი უპასუხისმგებლობის გამო, საკუთარი ამომრჩეველიც კი დატოვებს ხმის გარეშე ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მიდის”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები