ლაგოდეხში, სოფელ კართუბანში, ტბაში ახალგაზრდა გოგო დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ არსებულ ტბაში მეგობრები საცურაოდ შევიდნენ, თუმცა, ერთმა მათგანმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგული გოგოს ცხედარი უკვე იპოვეს.