შალვა პაპუაშვილი: იმის თქმა, რომ გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ქართველი ხალხის მიმართ ცინიზმია
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ქართველი ხალხის მიმართ ცინიზმია.
„ეს თითქოს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ამის თქმაც კი უკვე ცინიზმია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვნახეთ მეორე დღესვე, თუ რა რიტორიკა ჰქონდა ოპოზიციას, ასევე ვნახეთ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ახლა უნდა მოვიცილოთ ეს ხელისუფლება ა.შ.“, – განაცხადა პაპუაშვილმა.