პუტინმა მოსკოვი დატოვა და ვალდაიში გაემგზავრა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი  მოსკოვიდან ვალდაიში სასწრაფოდ გაემგზავრა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი მოსკოვს ტოვებს. ის ვალდაიში მიჰყავთ“, – აცხადებს უკრაინულ გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო.

ასევე, უკრაინის სპეცსამსახურები იღებენ ინფორმაციას მოსკოვში პანიკისა და რუსეთის დედაქალაქში ხიდების დანაღმვის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კრემლში მუშაობს“.

დიმიტრი პესკოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც იმყოფება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედვედევმა რუსეთის დედაქალაქი ოჯახთან ერთად დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები