ლატვია რუსეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს, და რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთის მოქალაქეებზე ჰუმანიტარულ და სხვა ტიპის ვიზების გაცემას აჩერებს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და არჩეულმა პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა Twitter-ში დაწერა.
„რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ და სხვა სახის ვიზებს, ხოლო 2022 წლის 19 სექტემბერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვები არ შეიცვლება“, – წერს რინკევიჩი.
მისი თქმით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი მჭიდრო კოორდინაციაში არიან რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით.
„ამჟამად ლატვიას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება“, – დასძინა მან.