პრიგოჟინის პასუხი პუტინს: ჩაბარებას არავინ აპირებს

„ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ არც ერთი მისი მებრძოლი არ ჩაბარდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინს.

„ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ჩვენ ვიბრძოდით და კვლავაც ვიბრძოლებთ, „ვაგნერის“ ყველა მებრძოლი. არავინ აპირებს ჩაბარებას პრეზიდენტის ბრძანებით. ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანამ კორუბციაში, ტყუილსა და ბიუროკრატაიში განაგრძოს ცხოვრება. როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინასთან გვებრძოლა, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეიარაღებასა და ფულს, რაც ამისთვისაა განკუთვნილი, ყველაფერს ჩინოვნიკები იპარავენ ზუსტად იმ დღისთვის, როგორიცაა დღეს“, – აცხადებს პრიგოჟინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები