მედიის ცნობით, პრიგოჟინის განცხადების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

„ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში  ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას როსტოვის ოლქში „ციხის“ გეგმის გამოცხადების შესახებ.

„არსებობს ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შტაბის, რუსეთის გვარდიის მზადყოფნაში გამოცხადების შესახებ, ასევე გავაძლიეროთ პოსტები „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან“ საზღვრებზე“, – წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა ასევე როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებს.

ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები