“გარკვეული პროგრესი” – ევროკომისიამ უკრაინასთან დაკავშირებით შუალედური ზეპირი შეფასება გამოაქვეყნა

ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდი პირობიდან ორი სრულად შეასრულა.

ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ შუალედურ შეფასებაშია ნათქვამი, რომელიც სტოკჰოლმში გაჟღერდა.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ შესრულებულია სასამართლო სისტემასა და მედიასთან დაკავშირებული პირობები. ასევე, “კარგი პროგრესია” საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის მიმართულებით.

ასევე, „გარკვეული პროგრესი“ აქვს უკრაინას დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ეროვნულ უმცირესობათა საკითხზე, კორუფციასთან ბრძოლაში და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და სამართალდამცავ ორგანოების რეფორმის მიმართულებით, სადაც „აუცილებელია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის გაძლიერება“.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინამ “ყურადღება უნდა გაამახვილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის შეცვლაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და დაიწყოს შერჩევა“.

ასევე, უკრაინამ უნდა მიიღოს „სისტემური ზომები მაღალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლისთვის”.

გარდა ამისა, ევროკომისია ხაზს უსვამს, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო სტანდარტებთან და განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციისა და ეროვნული უმცირესობების სფეროში.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეფასება “დასრულებულია” გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი განხორციელდა; “კარგი პროგრესით” ფასდება – 50%-ზე მეტი შესრულებული დავალება; “გარკვეული პროგრესია” – 50%-ზე ნაკლებ შემთხვევაში და „არავითარი პროგრესი“ – თუ პრიორიტეტული ნაბიჯები გადადგმული არ იქნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები