კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყლის ნაკადმა შესაძლოა, ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე გადაიტანოს.
ამის შესახებ BBC გაეროს განაღმვითი სამსახურის (UNMAS) ხელმძღვანელზე, პოლ ჰესლოპზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ჟენევაში პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, საბჭოთა წარმოების PFM-1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც „ლეპესტოკ“, მათი დამახასიათებელი ფორმის გამო, დამზადებულია პლასტმასისგან, არიან წყალგაუმტარი და საკმარისად მსუბუქი იმისთვის, რომ წყლის ნაკადით დიდ მანძილზე იყოს გადატანილი.
ჰესლოპმა კაშხლის განადგურებას უწოდა “თითქმის ბიბლიური მასშტაბის კატასტროფა”, ნაღმების საშიშროების გათვალისწინების გარეშეც კი.
”მე შემიძლია, მხოლოდ დავასკვნა, რომ ზოგიერთი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, ან ნაღმი, დინებით ქვევით ჩამოირეცხა. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ უახლოეს თვეებში, რადგან წყლის ნაკადი არ შრება, ეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდნენ”, – თქვა მან.
ამასთან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება 50-60 გრამის წონის მსუბუქ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, ხოლო მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც 10 კილოგრამამდე იწონიან, ასე შორს ვერ გაცურავენ.