„არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსში – „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ – გამარჯვებული პროექტი – „ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდებთან ერთად“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათი სტუდენტის მონაწილეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთასთან მდებარე ვაშნარის ნაქალაქარის ინფრასტრუქტურის გამოვლენა-შესწავლას ემსახურება.
„ძეგლის გათხრის პარალელურად სტუდენტები ძეგლს აგეგმავენ, საკვლევი მონაკვეთების ბადეებს გამართავენ და პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ. ზემოაღნიშნული საველე კვლევა-ძიებითი სამუშაოები ჩატარდება მაღალი კვალიფიკაციის არქეოლოგთა ზედამხედველობით, არქეოლოგის, ვაჟა სადრაძის, ხელმძღვანელობით.

1993-2022 წლებში ჩატარდა ძეგლის სტაციონარული გათხრები (გაიწმინდა ადრე შესწავლილი სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმის ზედა ნაწილი და ციტადელის გალავნის ერთი მონაკვეთი). სამუშაოების პროცესში აღმოჩნდა ბევრი არტეფაქტი. ძეგლი, სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, ქალაქის (სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითავსებდა. ძეგლის ფართომასშტაბიანი შესწავლა სიღრმისეულად გააშუქებს ადრეული შუა საუკუნეების ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც არის გეგმარება, საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკა, კოშკების გალავანთან კავშირი, საკულტო ნაგებობები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულია უკვე შესწავლილი სალოცავი-მარტირიუმი, როგორც ადრექრისტიანული საკულტო ძეგლი, რომლის ანალოგები მხოლოდ სირია-პალესტინაშია გამოვლენილი (აშური, ხატრა, ბაბილონი და სხვ.). ბუნებრივია, ეს ფაქტი ძეგლის კვლევას ამ თვალსაზრისითაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ ქართული ტაძარ-მონასტრების აღმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და საადგილმამულო ბანკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.
წელს კონკურსისთვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 15 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს ორმა განმცხადებელმა მომართა.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 20 000 ლარს, რომლითაც ორი პროექტი დაფინანსდა, კერძოდ: „ხვამლის არქეოლოგიური საველე-სადაზვერვო ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად“ და „გავიცნოთ ცაიშის სამაროვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.