რატი ბრეგაძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება, პირველ ყოვლისა, ქართველ ხალხს
ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება, პირველ ყოვლისა, ქართველ ხალხს,– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ევროკომისიამ უნდა წარადგინოს შუალედური დასკვნა და როგორი მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და ქართველ ხალხს აუცილებლად დაუფასდებათ ის ძალისხმევა, რომელიც მათ გაიღეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ სახელმწიფოს და, პირველ ყოვლისა, ქართველ ხალხს აუცილებლად დაუფასდება ძალისხმევა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. რამდენი სიცოცხლე შეწირეს ჩვენმა ჯარისკაცებმა საქართველოს დასავლურ არჩევანს, ავღანეთიდან დაწყებული ბევრი სხვა მისიით დასრულებული, ასევე, მთელი ის ცვლილებები, რომლებიც გაატარა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სათანადოდ შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს“, – განაცხადა ბრეგაძემ.