რატი ბრეგაძე: მთელი ის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად გაატარა, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან

“მთელი ის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად გაატარა, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ქართველ ხალხს გაახარებს.

„პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენს სახელმწიფოს აუცილებლად დაუფასდება, პირველ რიგში დაუფასდება ქართველ ხალხს ის ძალისხმევა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, მათ შორის ჩვენმა ჯარისკაცებმა, რამდენი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დასავლურ არჩევანს, ავღანეთიდან დაწყებული ბევრი სხვა მისიის დასრულებული. ასევე, მთელი ის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად გაატარა, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ რიგში ქართველ ხალხს გაუხარდება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები