ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება სააკაშვილის 600-დღიან ფარსს, დადასტურდა, რომ ეს არის მართლაც ფარსი და არავითარ სასწაულთან არ გვქონია საქმე

“რაც შეეხება სააკაშვილის 600-დღიან ფარსს, მის 600-ჯერ გარდაცვალებას, დადასტურდა, რომ ეს არის მართლაც ფარსი და არავითარ სასწაულთან არ გვქონია საქმე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის კონკრეტული სასჯელები შეფარდებული და ყველა ეს სასჯელი ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება.

„ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და ეს იყო გირგვლიანი საქმეზე მკვლელების შეწყალება. ორივე დანაშაული შესახებ საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. არის კიდევ 2 თუ 3 საქმე, რაზეც გამოძიება არის დაწყებული და აქაც იცის ყველამ, რასთან გვაქვს შეხება, როდესაც ის უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, როდესაც ჯერ უკანონოდ დაარბია შეკრება 7 ნოემბერს სასტიკი მეთოდებით, მიიტაცა ტელეკომპანია „იმედი“. ამაზეც ყველას აქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გადაფარვა რაღაც პიარული ნაბიჯებით არის შეუძლებელი. დეტალებში არც მინდა შევიდე. მთავარი და საინტერესო ჩემთვის არის რა – რომ არის კონკრეტული სასჯელები შეფარდებული და ყველა ეს სასჯელი ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს და არის კონკრეტულ საქმეებზე დაწყებული გამოძიება, რაზეც ასევე საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია. დანარჩენი არის უკვე დეტალები“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები