ინდოეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 166-მდე გაიზარდა

ინდოეთში ჰაერის ბოლო დროინდელი მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 166-ს აღწევს.

მედიის ინფორმაციით, ასობით ჰოსპიტალიზებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ანომალიური სიცხე ფიქსირდება უტარ-პრადეშის შტატში, სადაც 119 გარდაცვლილია და ბიჰარის შტატში – 47 დაღუპული.

ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 43,5 გრადუსს მიაღწია.

ბიჰარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ პატნას სკოლები 24 ივნისამდე დაითხოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დღის განმავლობაში შენობაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები