ბრიტანეთი სანქციებს ძალაში იქამდე დატოვებს, ვიდრე რუსეთი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს

ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის კანონმდებლობაში პუნქტი ჩაამატა, რომლის საფუძველზეც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი კიევს კომპენსაციას არ გადაუხდის.

ასევე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება ავითარებს მექანიზმს, რომელიც სანქციების ქვეშ მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, თავიანთი გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას შესწირონ.

აღნიშნული ნაბიჯები გადადგმულია უკრაინის აღდგენის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის წინ, რომელიც ბრიტანეთში მიმდინარე კვირას გაიმართება.

”იმ დროს, როდესაც უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსული შემოჭრისგან, პუტინის ომის საშინელი შედეგები აშკარაა. უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროება უზარმაზარია. ჩვენი ახალი ზომებით, დღეს ვაძლიერებთ დიდი ბრიტანეთის პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვადასტურებთ, რომ სანქციების საშუალებით გვსურს, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმ ქვეყნის აღდგენის საფასური, რომელსაც გაუმართლებლად თავს დაესხა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები