პეკინში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა დაადასტურა დაპირება, რომ უკრაინაში ომისთვის რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.
ამის შესახებ BBC წერს.
ამავე დროს, ბლინკენმა გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთთან შესაძლოა, კერძო ჩინურმა კომპანიებმა ითანამშრომლონ.
„აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მივიღეთ გარანტიები ჩინეთისგან, რომ ის არ აწვდის და არ მიაწვდის რუსეთს სასიკვდილო იარაღს უკრაინაში გამოსაყენებლად. ჩვენ არ გვინახავს რაიმე მონაცემი, რომელიც სხვა რამეზე შესაძლოა, მიუთითებდეს. თუმცა, ჩვენ მუდმივად გვაშფოთებს ჩინური კომპანიები, რომლებმაც შესაძლოა, მიაწოდონ ტექნოლოგია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აგრესიული ომის გასაგრძელებლად იყენებს“, – დასძინა მან.