კობა კობალაძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერ ბაკურ ავსაჯანიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კობა კობალაძემ რეგიონში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა. მურთაზ გაბიტაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანია. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისთვის” და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების, სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის, ამ კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევისთვის, სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების შესახებ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები