ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვია (ფოტო, ვიდეო)

ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკიზე გამთენიისას იერიშია მიტანილი.

ტელეგრამის არხი – BAZA ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ისმოდა 13 აფეთქების ხმა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, წერს, ვალუიკის დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, “დაზიანებულია 5 საცხოვრებელი კორპუსი და 4 კერძო სახლი: ჩამტვრეულია ფანჯრები, ჩამოჭრილია ფასადები. ერთ-ერთ სახლში დამხმარე შენობა იწვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები