კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 50-ს გააჭარბა, ასევე, დაღუპულია ათასამდე ცხოველი

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად ხერსონის რეგიონში დნეპრის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი უკვე 52-ს შეადგენს.

კერძოდ, როგორც ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ე.წ. ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკო თქვა, დნეპრის მარცხენა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი 35-ს მიაღწია.

მისივე თქმით, “ვეტერინარულმა სამსახურმა და კომუნალური მომსახურების ბრიგადებმა შეაგროვეს და გაანადგურეს, დაახლოებით, ათასი მკვდარი ცხოველი”.

რაც შეეხება კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 18 ივნისს უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს. მისი თქმით, მათგან 13 დაიხრჩო, კიდევ ოთხი ევაკუაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

31 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები