ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა ომის გაყინვას ნიშნავს

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახლა დაწყება ომის გაყინვას გამოიწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი.

„დღეს მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაშვება ახლა, როდესაც ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა, ომის ტკივილისა და ტანჯვის გაყინვას ნიშნავს“, – აღნიშნა სახელმწიფო მეთაურმა.

ზელენსკის თქმით, აგრესორი ქვეყანა კარგა ხანს ცდილობდა მინსკის შეთანხმებების დახმარებით მოეტყუებინა მთელი მსოფლიო და ახლა მხოლოდ მოტყუების ძველ პრიმიტიულ ტაქტიკას უნდა დაუბრუნდეს.

„უკრაინის მოტყუება ნამდვილად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა და ამიტომ რუსული ჯარების რეალური გაყვანა ჩვენი დამოუკიდებელი მიწიდან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები